იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მეცნიერების საერთაშორისო დღე თესაუ-ში
10 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა. შეხვედრაზე თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა იმ კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომლებიც უნივერსიტეტის შიდა საგრანტო დაფინანსების შედეგად განხორციელდა.
განათლების მიმართულებით ჩატარებული კვლევა „აღმზრდელ პედაგოგთა რეფლექსია ხარისხიანი ადრეული ინკლუზიური განათლებისათვის“ პროფ. თამარ მიქელაძემ წარმოდგინა. პროფესორებმა თენგიზ სიმაშვილმა და თამარ თამარაშვილმა საზოგადოებას ტურიზმის მიმართულებით განხორციელებული კვლევა, „თელავის _ტურისტული გზამკვლევი“, გააცნეს. თესაუ-ს საცდელ ნაკვეთზე ჩატარებული კვლევა „მეჩხერიანობის აღმოფხვრა ვენახში და მისი გავლენა ყურძნის პროდუქტიულობაზე“ კოლეგებს პროფ. ლევან შავაძემ გააცნო. პროფ. ნინო კოჭლოშვილმა კი წარმოადგინა კვლევა „ქართული მცირე პროზის ლიტერატურული და ლინგვისტური წახნაგები“.
მეცნიერების საერთაშორისო დღედ 10 ნოემბერი პირველად 2001 წელს UNESCO-ს ეგიდით დაწესდა და საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.
 
მნახველთა რაოდენობა: 1925