„მეფე ერეკლეს II-ის ეპოქა“_სამეცნიერო კონფერენცია თასაუ-ში

7 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეფე ერეკლეს დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „მეფე ერეკლეს II-ის ეპოქა“ ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი. მან ერეკლე მეორის ღვაწლზე ისაუბრა და ორგანიზატორებს კონფერენციის მოწყობისათვის მადლობა გადაუხადა.

კონფერენციის გახსნით ნაწილზე საზოგადოებას მიმართეს მეუფე დავით ალავერდელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა,  პროფ. ჯაბა სამუშიამ.

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები წარადგინეს პროფესორებმა როინ მეტრეველმა, ნიკო ჯავახიშვილმა, დიმიტრი შველიძემ, თეიმურაზ ჯაგოდნიშვილმა, აპოლონ თაბუაშვილმა და თენგიზ  სიმაშვილმა.

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 420
 
 
 
 
2022 დეკემბერი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2022 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.