ნიკოლოზ ქორთუა_100

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის  რექტორის (1959-1984) ნიკოლოზ ქორთუას დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა გახსნა: „ნიკოლოზ ქორთუას საქმიანობა განსაკუთრებულად ახსოვთ თელაველებს, მის კოლეგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა  და სტუდენტებს. უდიდესია მისი ღვაწლი უნივერსიტეტის აღმშენებლობისა თუ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის გამწვანებისა და გამშვენიერების საქმეში.

ბატონი ნიკოლოზი თითოეული სტუდენტის ცხოვრებით ცხოვრობდა და მათი მრჩეველი და უფროსი მეგობარი იყო. ეს კი სრულებით არ უშლიდა ხელს დაემყარებინა მისაბაძი დისციპლინა და წარმატებით ეხელმძღვანელა უმაღლესი სასწავლებლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ მისი შრომები დღესაც გამორჩეულ ადგილს იკავებს ისტორიის მკვლევართა შორის და მის წიგნებზე  უამრავი ახალგაზრდა გაიზარდა. ბატონი ნიკო ქორთუა ყოველთვის იქნება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ნაწილი“,_აღნიშნა ქ-ნმა ირმამ.

შეხვედრაზე ნიკოლოზ ქორთუა გაიხსენეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს თესაუ-ს რექტორის მოადგილემ, ქ-ნმა ნუნუ გელდიაშვილმა, პროფ.  იგორ კვესელავამ,  თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის გამგემ, ქ-ნმა ნინო გიორგაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. შეხვედრა შეაჯამა და საზოგადოებას დიდი მადლობა გადაუხადა ნიკოლოზ ქორთუას ვაჟმა, პროფ. თეიმურაზ ქორთუამ.

ღონისძიების დაწყებამდე ნიკოლოზ ქორთუას სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა მამა მიქაელმა, რომელსაც ოჯახის წევრები, ახლობლები და უნივერსიტეტის თანამშრომლები დაესწრნენ.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 448
 
 
 
 
2022 დეკემბერი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2022 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.