იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტებს საჩუქრად „კონსტიტუციური სამართლის“ სახელმძღვანელოები გადაეცათ

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის პირველკურსელებმა  პარლამენტის თავმჯდომარისაგან საჩუქარი მიიღეს.  

წიგნი ,,კონსტიტუციური სამართალი“ ავტორის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით სამართლის სპეციალობის ყველა სტუდენტს გადაეცა. სტუდენტებს საჩუქარი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ ესიტაშვილმა გადასცა და მათ წარმატებები უსურვა.

„კონსტიტუციური სამართალი“ უახლესი გამოცემაა და ნამდვილად საჭიროა სამართლის სპეციალობის სტუდენტებისათვის. თავად ავტორისგან გამოგზავნილი სახელმძღვანელო, ვფიქრობ, ბევრად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას, გახდნენ კარგი სპეციალისტები“, - განაცხადა ოთარ ესიტაშვილმა.

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 2020
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.