იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტის "მიკრობული სამყარო და ადამიანი" გასვლითი ღონისძიება თესაუ-ში

9 ოქტომბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მიკრობული სამყარო და ადამიანი“ ფარგლებში, გასვლითი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრა გახსნა თესაუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ჭკადუამ, სტუმრებს მიესალმა ღონისძიების ორგანიზატორი თესაუ-დან, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მაგდა დავითაშვილი. მოსწავლეებისათვის საინტერესო და მრავალფეროვანი თემატიკის ლექციები წაიკითხეს დარგის წამყვანმა მეცნიერებმა: პროფ. დავით ფრანგიშვილმა (პარიზის პასტერის ინსტიტუტი, თსუ),  პროფ. ნინო გაჩეჩილაძემ (თსუ), ნინო ჭანიშვილმა (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და  გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი), პროფ. ბესარიონ ლასარეიშვილმა (აგრარული უნივერსიტეტი), ნათია ქარუმიძემ (ევროპის უნივერსიტეტი და გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი), ასოც. პროფ. ლელა წიკლაურმა (თესაუ).

ღონიძიებას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 70-მდე მოსწავლე, რომლის ორგანიზებაც მოახდინა ნათელა ბაღათრიშვილმა (სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბიოლოგიის საგნობრივი ექსპერტი/კონსულტანტი, თესაუ-ს მოწვეული დოქტორი).

ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ვიქტორინა და მიკრობიოლოგიური მასალების დემონსტირება.

პროექტის "მიკრობული სამყარო და ადამიანი" მიზანია გაზარდოს სკოლის მოსწავლეების (VIII-XI კლასი) ინტერესი მეცნიერების მიმართ, აამაღლოს მათი ცოდნის დონე მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში. პროექტის თანადამფინასებელი ორგანიზაციაა ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოება (ASM), რომელსაცსაქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის საზოგადოება (GAGAM) ახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1978