იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„განათლება, კვლევა, პრაქტიკა”_ IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თესაუ-ში
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 7 ოქტომბერს, IV საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია „განათლება, კვლევა, პრაქტიკა” ჩატარდა.
კონფერენციის მონაწილეებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ქ-ნ ირმა შიოშვილი მიესალმა. „ვინაიდან განათლება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამიტომ ამ მიმართულებით კვლევითი მუშაობის გაძლიერება ჩვენს ძირითად ამოცანადაა დასახული.
კვლევის კუთხით უნივერსიტეტებს შორის კავშირი, ვფიქრობ, ძალიან შედეგიანია. ამიტომ, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ერთობლივი კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებას.
დარწმუნებული ვარ წლევანდელი კონფერენცია, როგორც ყოველთვის, საინტერესო იქნება და კრებული, რომელიც გამოიცემა, ფასეული იქნება მიმართულებით დაინტერესებულ პირთათვის“,_აღნიშნა მან. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ქ-ნ ნუნუ გელდიაშვილი და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,        ქ-ნი ნინო მოდებაძე.
საკონფერენციო მუშაობა სამ სექციად გაგრძელდა. მოხსენებები წარმოდგენილი იყო შემდეგი მიმართულებებში:
1. ბავშვებისა და მოზარდების აღზრდისა და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები: საქართველოს და მსოფლიო გამოცდილება 2. ინკლუზიური განათლება 3. საინფორმაციო ტექნოლოგიები თანამედროვე განათლებაში 4. საგნის სწავლების მეთოდიკა 5. განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია 6. განათლების ფილოსოფია 7. განათლების მენეჯმენტი 8. განათლების ისტორია 9. ფიზიკური აღზრდა და სპორტი.
კონფერენციაზე მოხსენებები საქართველოს და უცხოური უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურმა პერსონალმა, მეცნიერებმა, დოქტორანტებმა, აგრეთვე, საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების მასწავლებლებმა წარმოადგინეს.
 
მნახველთა რაოდენობა: 1791
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.