იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ საკონსულატციო შეხვედრა გაიმართა

27 ივლისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულისაქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამისსაკონსულატციო შეხვედრა გაიმართა.

საკონსულტაციო შეხვედრაზე პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა პროფ. პიტერ დებრეცენმა და პროექტის  გუნდის მოადგილემ,   პროფ. ნინო გაჩეჩილაძემ, მკვლევარებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:                                           
                                  
        მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;
       
კონკურსის ადმინისტრირების კალენდარი;
       
კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი;
       
სამიზნე აუდიტორია და კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები;
       
განაცხადების მიღების პროცესი;
       
სააპლიკაციო დოკუმენტაცია;
       
მოსალოდნელი შედეგები და ვალდებულებების შესრულების ინდიკატორები.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და
ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო
კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით.


საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს მკვლევართა 3 თვიანი კვლევითი ვიზიტის
 15 000
ევროთი დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. .

საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“  ფარგლებში საგრანტო
კონკურსი 2022 წლის 13 ივლისს გამოცხადდა, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:
https://georgias-researchers-mobility-programme.webflow.io/announcement

პროგრამას  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საქართველოს რეგიონული ოფისი (DAAD) ახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1604
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.