იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პანელური დისკუსია _ბავშვთა უფლებები და ადრეული განათლების ხელმისაწვდომობა

13 ივნისს, განთლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში ჩატარდა პანელური დისკუსია ორ მნიშვნელოვან თემაზე: ბავშვის უფლებები - დისკუსიას უძღვებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი კახეთში, ეთერ შიუკაშვილი და ადრეული განათლება და ხელმისაწვდომობა - დისკუსიას უძღვებოდა ასოც. პროფესორი, შორენა ძამუკაშვილი. დისკუსიაში მონაწილეობდა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბავშვის უფლებების დარღვევების შესახებ, როგორიცაა ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინება, განათლების უფლების რეალიზება, სკოლის მიტოვების გაზრდილი მაჩვენებელი, ბავშვთა სიღარიბე და ა.შ. დისკუსიაზე განხილული იყო ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები.

შეხვედრაზე განხილული იყო ამავე ფაკულტეტის მიერ საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში განხორციელებული პროექტის აღმზრდელ-პედაგოგთა რეფლექსია ხარისხისნი ადრეული ინკლუზიური განათლებისთვის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები. დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს სფეროში არსებულ სირთულეებზე, აღმზრდელ-პედაგოგთა მომზადებასა და კურიკულუმზე; აღინიშნა სკოლამდელი მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო პროგრამის შემუშავების საჭიროება.

 
მნახველთა რაოდენობა: 1642
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'