იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXVI (81-ე) საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

10 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXVI (81-) საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია თესაუ- რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა გახსნა და უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სამეცნიერო მუშაობაში ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ მონაწილეთა რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაზრდილია და ეს დადებითი დინამიკა სწორი მუშაობის და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

კონფერენციის მუშაობა სექციების მიხედვით გაგრძელდა. სტუდენტებმა მოხსენებები წარმოადგინეს ქართული ლიტერატურის, ისტორიის, ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის, განათლების მეცნიერებათაენათმეცნიერების, აგრარულ მეცნიერებათა, ფილოსოფიის, სოციალურ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექციებზე.

კონფერენციის დასკვნით შეხვედრაზე, სექციის ხელმძღვანელებმა საკუთარი მუშაობა შეაჯამეს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.

კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1541
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.