იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

4 მაისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში, გაიმართა ერასმუს + -ის ჟან მონეს პროექტის ,,ევროპული ღირებულებების და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში'' ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ საქართველოს სკოლებში საერთო (ევროპული) ღირებულებების სწავლების შესახებ განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას ესრებოდნენ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, საჯარო სკოლის მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევის ძირითადი მიგნებები დემოკრატიული ღირებულების, ტოლერანტობის, ნაციონალური, სოციალური და კულტურული იდენტობის კუთხით. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4121