იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
NATO-ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა სტუდენტებთან

18 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ექსპერტს -საგარეო პოლიტიკის მკვლევარს, ნიკოლოზ ხატიაშვილს   უმასპინძლა.

შეხვედრაზე  სტუმარმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და  საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისათვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის“ ფინანსური დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზეც ისაუბრა.

 

შეხვედრას უნივერსიტეტის და კოლეჯ „პრესტიჟის“ სტუდენტებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1813
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.