2022 წლის 1 აპრილს გაიმართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა და ლექტორთა ონლაინ შეხვედრა თემაზე: სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების გავლენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსზე.
შეხვედრაზე მოწვეულ იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის კონსულტანტი ელენე ღვინჯილია. მან სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის („ადევნება“) კვალიფიკაციის თავისებურებებზე და სასამართლო პრაქტიკაზე ისაუბრა.
ონლაინ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრა თელავის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორის, მარინე კვაჭაძის ინიციატივით მოეწყო. ფაკულტეტის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებისა და ლექტორებისათვის სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრების ციკლი, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა დარგის ექსპერტები მიიღებენ.