იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტების პრეზენტაცია GSOA-ს სამუშაო შეხვედრაზე საუკეთესოდ აღიარეს

   საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის  (GSOA) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 26-28 მარტს,   გასვლითი სამუშაო შეხვედრა დაბა ბაკურიანში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას პარტნიორი ორგანიზაციები, უცხოელი ტრენერები და  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები იღებდნენ.

შეხვედრაზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა კესო სახიაშვილმა, სამართლის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა მარიამ სოლომნიშვილმა და თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით მაისურაძემ წარადგინეს.

  სტუდენტებს პრეზენტაციის სახით ევალებოდათ, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის საკუთარი უნივერსიტეტი გაეცნოთ. სტუდენტთა პრეზენტაციამ და ვირტუალურმა მოგზაურობამ თესაუ-ში, პროექტის ხელმძღვანელის, ნიკა თიკანაშვილის, დადებითი შეფასება დაიმსახურა: ,, ეს პრეზენტაცია იყო საუკეთესო, რაც მომისმენია და სრულიად ამომწურავი“,-განაცხადა თიკანაშვილმა.

   საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია (GSOA) 2017 წელს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტური თვითმმართველობებისა და  სტუდენტური ორგანიზაციების ინიციატივით დაფუძნდა, 2019 წელს კი, სტუდენტური გაერთიანების (ESU)  სრულუფლებიან  წევრად იქნა არჩეული. ასოციაციის  ერთ-ერთ  პრიორიტეტულ მიმართულებას სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაზაცია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3140