თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის
ვებინარი-“საქართველოს დაცული ტერიტორიების როლი ეკოტურიზმის განვითარებაში"

,,საქართველოს დაცული ტერიტორიების როლი ეკოტურიზმის განვითარებაში",-28 დეკემბერს გამართულ  ამ სახელწოდების ვებინარს    დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ნატა სულთანიშვილი, უძღვებოდა.

     როგორც  ონლაინ-შეხვედრაზე აღინიშნა, სწორედ დაცული ტერიტორიებია კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ეკოტურიზმის განვითარებას და უცხოელი ვიზიტორების მოზიდვას. ამ მიმართულებით კი, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევების ჩატარება და მონიტორინგი. საუბარი, ასევე, შეეხო ეკოტურიზმთან დაკავშირებულ  სტატისტიკურ მონაცემებს, სიახლეებს, ახალი მარშრუტების შექმნის პერსპექტივას, განვითარების პოტენციალს და  ჩართვას  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

    შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორ-მასწავლებელები და ტურიზმის სპეციალობის  სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 251
 
 
 
 
2022 იანვარი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2022 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.