იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სკოლა და უნივერსიტეტი, ვისწავლოთ და ვიკვლიოთ ერთად-სტუდენტთა და მოსწავლეთა III სამეცნიერო კონფერენცია

24 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა და მოსწავლეთა III სამეცნიერო კონფერენცია - „ვისწავლოთ და ვიკვლიოთ ერთად"-გაიმართა.

სამეცნიერო კონფერენციის დამფუძნებლები და ორგანიზატორები არიან: ნინო კოჭლოშვილი - თესაუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი, ნინო გიორგაძე - თესაუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნუნუ გელდიაშვილი - თესაუს რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი და თესაუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ- პროფესორი შორენა წიგნაძე.

საორგანიზაციო კომიტეტს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირმა შიოშვილი ხელმძღვანელობს. კონფერენციაზე სტუდენტების და მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი მოხსენებების თემატიკა ზნეობრივ სჯულდებებს ,,ვეფხისტყაოსანში", ეთნიკურ კონფლიქტებს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფოებში, იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობას და სხვა მწერლების შემოქმედებას შეეხებოდა.

ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ონლაინ-რეჟიმში ჩატადა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3191