იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
Erasmus+DITECH-ის პროექტის მესამე ეროვნული შეხვედრა თელავში

2021 წლის 15-16 ნოემბერს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ევროკავშირის Erasmus+ პროექტის DITECH მესამე ეროვნული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მუშაობაში  პროექტში ჩართული საქართველოს უნივერსიტეტები და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მონაწილეობდნენ. 

შეხვედრა გახსნა პროექტის ნაციონალურმა კოორდინატორმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იზაბელა პეტრიაშვილმა.  შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფ. ალექსანდრე მოსიაშვილი. ორი სამუშაო დღის მანძილზე  ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები და მომზადდა საფუძველი პროექტის მომდევნო ეტაპის განხორციელებისთვის. პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერებმა ისაუბრეს ნაციონალურ დონეზე პროექტის მონიტორინგის შედეგების შესახებ. პრეზენტაციების სახით წარმოდგენილი იქნა საკითხავი მასალები საბაკალავრო და სამაგისტრო ონლაინ სასწავლო კურსებისთვის, ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის,  საინფორმაციო ბიულეტენის მომზადების, პროექტის ხარისხის მართვისა და დისემინაციის განხორციელებული და დაგეგმილი  სამუშაოების შესახებ.  პროექტის ფინანსურმა მენეჯერმა  მიმდინარე ფინანსურ საკითხებზე ინდივიდუალური შეხვედრები გამართა პარტნიორებთან  და ისაუბრა უნივერსიტეტების მიერ პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკისა და სხვა განსახორციელებელი ფინანსური აქტივობების  შესახებ. 

DITECH-ის პროექტის მესამე ეროვნული შეხვედრა, ორი დღის მანძილზე,  დატვირთული სამუშაო  გეგმის მიხედვით, დისკუსიისა და თითოეულ საკითხზე კოლეგიალური მსჯელობის ფორმატში წარიმართა.  კონფერენციის ბოლო სხდომაზე დაიგეგმა პროექტის ფარგლებში  განსახორციელებელი მომდევნო აქტივობები: სახელმძღვანელო რიდერების სრული ვერსიის შემუშავება, პროექტის ხარისხის მართვისა და დისემინაციის სამომავლო გეგმები. 

 
მნახველთა რაოდენობა: 4172
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.