იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
მასწავლებელთა რეგიონული კონკურსი

მიმდინარე წლის 24 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, შალვა ამონაშვილის ცენტრში, გაიმართა მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სის კახეთის რეგიონის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.  გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით  და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლმა ჟურიმ  კახეთის რეგიონის ორი ღირსეული ნომინანტი გამოავლინა:  სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი კი­თხვის სწავლებაში (მშობ­ლი­უ­რი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა) - მარეხ დიდებაშვილი, (გომბორის საჯარო სკოლა)  და სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა­ში-თამარ კაპანაძე, (ლაგოდეხის რ-ნის სოფ ვარდისუბნის საჯარო სკოლა).

   გამარჯვებულებს წარმატება   USAID სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლმა  ნენ­სი პარ­ქსიმ,  გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის დი­რექ­ტო­რმა ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვილმა­,  კახეთის რეგიონის USAID სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის მასწავლებელთა აღიარების კონკურსის კომპონენტის ხელმძღვანელმა ნიკა ჩაჩხიანმა და ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს.

გამარჯვებულებს, USAID სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მისა და ფონდის სახელით, გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სადაც, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტი,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული, საქართველოს მასშტაბით,  არაერთი აქტივობა ხორციელება. პროგრამა   ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებ-ლო რეფორმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 
მნახველთა რაოდენობა: 6304