იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საბაზისო განათლების მეორე საგრანტო პროგრამა

27 იანვარს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში,  ხელი  პროექტის მეორე ეტაპის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა. პროექტში, რომელსაც RTI International  ახორციელებს, 7 რეგიონალურ პარტნიორ  უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიცაა  ჩართული.  აღნიშნული ინსტიტუციებისა და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან  უშუალო თანამშრომლობის გზით, პროგრამა ხელს უწყობს დაწყებით კლასებში მოსწავლეზე ორიენტირებული რეფორმის განხორციელებას.

საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს, მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარების რეფორმის,  განათლების პოლიტიკისა და სასწავლო პროცესის კვლევაზე დაფუძნების გზით, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაციას. ამ  მიზნის მისაღწევად, პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში,  საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორთა  და დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების ხელშემწყობი მთელი  რიგი ღონისძიებების და აქტივობების განხორციელება გრძელდება, რომელიც  პირველ ეტაპზე, 2020 წელს, დაიწყო.  კახეთის რეგიონის 185 საჯარო სკოლისთვის ამ აქტივობებს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის გუნდი ახორციელებს.

საბაზისო განათლების  პროგრამა  ოთხწლიანია (2020 წლის იანვარი - 2024 წლის იანვარი)  და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერაა დაფინანსებული.

 
მნახველთა რაოდენობა: 3802
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.