იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„მეცნიერება კაპიტანია“ _თესაუ საერთო-ევროპულ ფესტივალს შეუერთდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ საერთო-ევროპულ ფესტივალს- „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ -შეუერთდა. „მეცნიერება კაპიტანია" მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტია და მასში ევროკავშირისა და პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020"-ის ასოცირებული 30 ქვეყანა მონაწილეობს. 27-28 ნოემბერს, პროექტის ფარგლებში, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, სპორტული აქტივობები, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ახალციხისა და ზუგდიდის უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურად ჩატარდა. ისტორიაში პირველად საქართველო, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით, სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე საფესტივალო ღონისძიებების რუკაზე გამოჩნდა, რომელიც ფესტივალის სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტს საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორცილებს და მასში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი, ასევე, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები არიან ჩართული.

 
მნახველთა რაოდენობა: 3284
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.