იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს ბაზაზე 1 ჰექტარი ვენახი გაშენდება

იაკობ  გოგებაშვილის  სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ზოგიერთი ტრადიციული-სამრეწველო და იშვიათად  გავრცელებული  ვაზის ჯიშების დარაიონებით,  1 ჰექტარი  ვენახი  გაშენდება .     

    ვენახში, რომელსაც  სასწავლო-კვლევითი  დანიშნულება ექნება,                 წარმოდგენილი იქნება კახეთის რეგიონის  სამრეწველო  ვაზის   ჯიშები. მათ შორის იქნება  ისეთი სახეობები, რომლებიც კახეთის რეგიონისთვის  იშვიათია  და  ამ ვაზის ჯიშების  ყურძნისგან  დამზადებული ღვინოები  არ არის სრულად შესწავლილი.

     პროექტის პრეზენტაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მანანა კევლიშვილმა გამართა და  პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    შეხვედრას თესაუს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 2808
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.