თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის შემდეგ სპეციალობებზე!
,,ალავერდის ნეკროპოლის წარწერები“-პროექტის პრეზენტაცია თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის- ,,ალავერდის  ნეკროპოლის  წარწერები“- პრეზენტაცია  გაიმართა.  სამეცნიერო კატალოგი  რომლის ავტორები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები არიან, ალავერდის  საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე  განლაგებული საფლავის ქვების  და ტაძრის ინტერიერში არსებული სამარხების ეპიტაფიების შესახებ მონოგრაფიულ გამოკვლევას მოიცავს.

      როგორც პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ტაძრის ეზოში შემორჩენილლი  XVIII, XIX, XX საუკუნეების საფლავების ქვების უმეტეს ნაწილზე  წარწერები ატმოსფერული ზემოქმედების გამო  ისეა წაშლილი, რომ  ან საერთოდ აღარ გაირჩევა, ან  რთულად იკითხება. აქედან გამომდინარე, კვლევის ავტორების თქმით,   ისტორიის ეს უნიკალური  ნიმუშები,  განადგურებას  გადაურჩა.

      წარმოდგენილი მასალა საინტერესეოა ფილოლოგიური თვალსაზრისითაც, რადგან შესაძლებელია XIX საუკუნის მხედრული დამწერლობის სხვადასხვა ასპექტის კვლევა: გრაფემათა მოხაზულობა, დაქარაგმების წესები და სხვა.

   პროექტზე თეასუს პროფესორებმა: გიორგი ლაღიაშვილმა, ნუნუ გელდიაშვილმა, ალექსანდრე მოსიაშვილმა და  თეიმურაზ ვახტანგიშვილმა იმუშავეს.

     სამეცნიერო კატალოგი  აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის 60 წლის იუბილეს მიუძღვნა.

 
მნახველთა რაოდენობა: 977
 
 
 
 
2021 აპრილი
1

2

3

4

5

6

7

8

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30


2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.