იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,მზის მწვანე სკამი“-თესაუს სტუდენტების გამარჯვებული პროექტი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების  პროექტი- ,,მზის მწვანე სკამი“ - თელავის მუნიციპალიტეტის  „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულ პროექტებს შორის დასახელდა.

    პროექტის იდეის მიხედვით,  ქალაქ თელავში დაიდგმება  ელექტრონულად დამუხტული სკამი, რომელიც მომხმარებელს ელექტროენერგიის  და უფასო ინტერნეტის გამოყენების შესაძლებობას დღე-ღამის ნებისმიერ დროს მისცემს. სკამი მუდმივად აქტიურ მოქმედებაში  იქნება, მასზე სარეკლამო დისფლეის განთავსება  კი,  ,,მწვანე“ სკამის პოპულარობას გაზრდის.

      პროექტს,  რომლის იდეის ავტორები თესაუს  ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის   სტუდენტები, ცისანა კოლოტაძე , ანამარი იმედაშვილი, გიორგი იუკურიძე  და თელავის  I საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან,  უნივერსიტეტის  მოწვეული მასწავლებელი ნანა გარჯიკაული ხელმძღვანელობს.  

     კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის  საქმიანობაში, ასევე, ახალგაზრდების    ინოვაციური ინფრასტრუქტურული ინიციატივების მხარდაჭერა.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 4611
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'