იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს ანსამბლი ,,მუხამბაზი“-ს წარმატება ბაქოში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული-ხალხური ცეკვის ანსამბლი ,,მუხამბაზი“ ბაქოში იმყოფებოდა. მოცეკვავეების გამოსვლას აზერბაიჯანის დედაქალაქში დიდი წარმატება ხვდა წილად. 
ანსამბლმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული განათლების ცენტრის ორგანიზებით, ბაქოში გამართულ კულტურულ- საგანმანათლებლო ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა მოცეკვავეებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს მასტერ-კლასი ქართულ ცეკვებში ჩაუტარეს.
ღონისძიება, რომელიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 3 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც მოიცავდა. მოცეკვავეებმა ბაქოს ღირსშესანიშნაობები, მათ შორის, მინიატურული წიგნების მუზეუმიც დაათვალიერეს, რომლის ერთი ვიტრაჟი მთლიანად ქართულ წიგნებს ეთმობა.
გოგონათა ანსამბლი ,,მუხამბაზი“ , რომელიც თესაუ-ს სტუდენტებითაა დაკომლექტებული, 18 დეკემბერს სტამბულში გაემგზავრება. განათლების ცენტრის ახალი პროექტი განათლების და კულტურის თურქ და ქართველ მუშაკებთან შეხვედრას ითვალისწინებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 6667
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.