იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის- VITAGLOBAL- ფარგლებში ონლაინ შეხვედრები გრძელდება

2020 წლის 14 მაისსა და 5 ივნისს, VITAGLOBAL-ის პროექტის ფარგლებში,  წინასწარ დაგეგმილი მოდულების შემუშავების შესახებ, ონლაინ შეხვედრა გაიმართა.  

     შეხვედრების თემა   მეორე მოდულის ( მიკრობიოლოგია)  სილაბუსის შემუშავებას შეეხებოდა. სილაბუსი  პროექტის ერთ-ერთი  ევროპელი პარტნიორის, ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორების რეკომენდაციებით და ხელშეწყობით მუშავდება.

     ონლაინ საერთაშორისო შეხვედრებს წინ უძღოდა შიდა საუნივერიტეტო შეხვედრები,  პროექტში ჩართული თანამშრომლების მონაწილეობით. 

        პროექტი VITAGLOBAL არის ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტი, რომელიც  მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის ინტერნაციონალიზაციას ითვალისწინებს. პროექტის წევრები, ევროპელი პარტნიორების ( ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია) გარდა, არიან ლათინო ამერიკის ( არგენტინა, ჩილე და ურუგვაი) და სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტები. 

     არსებული პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ შეხვედრები პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებს  რეგულარულად ხორციელდება.


 
მნახველთა რაოდენობა: 3353
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.