იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ონლაინ შეხვედრები თესაუში

საქართველოს ESTA ჯგუფმა (თესაუ)  4 ივნისს ონლაინ შეხვედრა  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელთან  გამართა.  გუნდის წევრებმა:  ნინო მოდებაძემ, თამარ მიქელაძემ  და  ნათია ბაღათრიშვილმა   პროეტი ESTA   წარადგინეს და  მის მიზნებზე,  ამოცანებზე,  ეტაპებსა  და უკვე გადადგმული ნაბიჯებზე ისაუბრეს.

   8 ივნისს კი,  ESTA-ს გუნდმა, პროექტის გაცნობის მიზნით,  დისტანციურ რეჟიმში   საინფორმაციო შეხვედრა თელავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, საჯარო სკოლის დირექტორებისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთათვის გამართა. 

    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე  Erasmus+ ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი - ESTA – Educating Science Teachers for All (საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების განათლება ყველასათვის) ხორციელდება, რომლის კოორდინატორია ლუდვიგსბურგის პედაგოგიური უნივერსიტეტი (გერმანია).

    საქართველოდან, პროექტში, ასევე, ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS.

   პროექტის ESTA შინაარსიდან გამომდინარე, სხვა აქტივობებთან ერთად, დაგეგმილია საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება, ენობრივ კომპეტენციებთან მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო მასალების მომზადება და  საჯარო სკოლებში დანერგვა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4355
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.