იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ახალი პროექტები თესაუ-ს სტუდენტებისთვის

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდული პლატფორმა „ლიბანდაკი“-ს და ,,თავისუფალი დებატების ლიგი“-ს პროექტების: „თავისუფლების სკოლის“, ესსეების კონკურსის და დებატები-ის შესახებ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცხადდება აპლიკაციების მიღება საქართველოს ჩემპიონატზე დებატებში, რომელიც მათივე თქმით, არის ინოვაცია დებატების სამყაროში.
ჩემპიონატი თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება, გამარჯვებულები კი პრიზებით და ორენოვანი სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან. მათ სპონსორებისგან საჩუქრად გადაეცემათ წიგნები.

დებატებში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ:
ინდივიდუალური აპლიკაცია: http://goo.gl/forms/DKvu3jjRWX
გუნდური აპლიკაცია: http://goo.gl/forms/y6NxgkxEW8
საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი კიდევ ერთ პროექტს- ,, თავისუფლების სკოლა”- შეეხო, რომელიც სტარტს პირველად თელავში აიღებს.
კურსი შედგება 6 ისეთი საგნისგან, რომლებიც სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებული არ არის. „თავისუფლების სკოლა“ ასევე დამატებით უზრუნველყოფს სტუდენტების სხვადასვა კომპანიებსა და ორგანიზაციებში ვიზიტებს, მოწვეულ ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებსა და დებატებს.
ტესტირების შედეგად, შეირჩევა 10 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც სკოლაში უფასოდ ისწავლიან.
„თავისუფლების სკოლაში“ განათლების მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს, ასევე -სტუდენტებს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:
სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1Ad1Op9s9B6r4329yrafo82yP0Pmx9j9LNuikoumhTgc/viewformმობ.: +995 592 00 69 88
+995 557 98 85 00
E-mail: libandaki.telavi@gmail.com

 
მნახველთა რაოდენობა: 7509
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.