იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები თესაუში

29  ნოემბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. 
      პრეზიდენტად კენჭს ერთი კანდიდატი,  თესაუს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის II კურსის სტუდენტი, თენგიზ კუკუნაშვილი, იყრიდა.
        არჩევნების შედეგების მიხედვით,  საარჩევნო პროცესში მონაწილეობა 17 ამომრჩევლიდან  11-მა  სტუდენტმა  მიიღო და ყველა მათგანმა ხმა  თენგიზ კუკუნაშვილს  მისცა.
      იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტს თესაუს სტუდენტური პარლამენტი 2 წლის ვადით  ირჩევს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3771
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'