იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარეს“ წარმომადგენლები თესაუში

  28 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარეს“  წარმომადგენლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებს შეხვდნენ.

    გაიმართა დისკუსია, რომლის თემა იყო ქართულ-ოსური და ქართულ- აფხაზური  ურთიერთობები, სამშვიდობო თემატიკა, კონფლიქტების ისტორია და პრობლემების მოგვარების გზები.

    საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ , საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, -„ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“  რომლის მიზანია, ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივებით, ქვეყნის აღმშენებლობისათვის  ხელშეწყობა.

    საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“,  რომელიც 1994 წლის 1 აპრილს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის  ლოცვა-კურთხევით, დაარსდა ,  საზოგადოების სოციალურად დაუცველი  ჯგუფების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და  განათლების, ჯანდაცვის, კულტურის განვითარების  ხელშეწყობას  ისახავს მიზნად.

 
მნახველთა რაოდენობა: 3930
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'