თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტს  და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის   26 ნოემბერს, საჯარო აუდიტის დარგში სასწავლო პროგრამების  განხორციელების შესახებ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

       თანამშრომლობა თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის განხორციელებას ითვალისწინებს, რომლის მიზანია  საჯარო აუდიტის დარგში თესაუს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდა და   პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება.  

       მეორანდუმის ფარგლებში,  დაგეგმილია ტრენინგ–კურსები, სასწავლო       პრაქტიკა, სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემაში, სტუდენტთა შეხვედრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის წარმომადგენლებთან, დარგის ექსპერტებთან  და სხვა ერთობლივი ღონისძიებები.

      ურთიერთთანამშრომლობის  დოკუმენტს ხელი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა  ირმა შიოშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა  და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა, გელა წიკლაურმა, მოაწერეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 811
 
 
 
 
2020 აპრილი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30


2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.