სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია თესაუში

 ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“  26 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების მე-13 ანგარიშის პრეზენტაცია  გამართა. 

   ,,საიამ“  საზოგადოებას 2018 წლის მარტის თვიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში 2700-ზე მეტი სასამართლო პროცესის დაკვირვების შედეგები  წარუდგინა.   

  პროექტის მიზანია  საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის  და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაზრდა.

     მონიტორინგი   ,,ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ დაფინანსებით, პროექტის-,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) -მეშვეობით ჩატარდა, რომელსაც ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ (EWMI) ახორციელებს. 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 611
 
 
 
 
2020 ივლისი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.