თესაუ-ში ჩარიცხულ პირთა რეგისტრაციის შესახებ                                                       მასწავლებლობის მსურველთათვის!
საერთაშორისო კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

 13-14 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,  გაიმართა პროექტ „პრინტელის“(„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) საერთაშორისო კონფერენცია-სამუშაო შეხვედრა.

   კონფერენციაზე პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა  პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობა შეაფასეს. შეხვედრაზე არსებული მიღწევები და გამოწვევები,  პარტნიორ ქვეყნებში არსებული ტრენინგ-ცენტრების მოდელები განიხილეს და პრაქტიკული გამოცდილება გაიზიარეს.

    კონფერენციაში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  მონაწილეობა პროექტის კოორდინატორმა, ნინო კორინთელმა, ასოცირებულმა პროფესორმა შალვა ჭკადუამ და ასოცირებულმა პროფესორმა  თამარ მიქელაძემ მიიღეს. კონფერენციას, ასევე, პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 940
 
 
 
 
2020 სექტემბერი
1

2

3

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30


2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.