იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის დელეგაცია თესაუში

13 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მხარის მეღვინეობის, განათლების, ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

     შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თესაუს რექტორი ირმა შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები დაესწრნენ.  მხარეებმა მეღვინეობის, განათლების, საჯარო სექტორის, ტურიზმის და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

      შეხვედრის მონაწილეებმა  ხაზი გაუსვეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების   მნიშვნელობას.

   მორავიის მხარე, მეღვინეობის,  საუნივერსიტეტო განათლების და სტარტაპების  განვითარების კუთხით, ჩეხეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი რეგიონია და კახეთის და თესაუს  სამომავლო თანამშრომლობაც სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4445
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.