იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კულტურათშორისი დიალოგები“-V საერთაშორისო კონფერეცია თესაუში

25 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-,,კულტურათშორისი დიალოგები“ -ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს და უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა მიიღეს.

     ღონისძიება  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, გახსნა და  მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,-საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები“ უკვე მეხუთედ ტარდება და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სამეცნიერო წრეებში ის დამკვიდრდა, როგორც ერთ-ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,“-   განაცხადა თესაუს რექტორმა.

    მონაწილეებს  თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, აშშ-ს კინ სთეით კოლეჯის პროფესორმა შერლი ვეიდ მაკლოულინმა და სხვა უცხოელმა და ქართველმა პროფესორებმა მიმართეს. 

   კონფერენციის მუშაობამ, რომლის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებების ვორქშოპები და ტრენინგები  ჩატარდა, სექციებში გადაინაცვლა.

     ღონისძიება  რექტორის მოადგილის სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილის,  თესაუს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის, მანანა ღარიბაშვილის, ორგანიზებით  და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მხარდაჭერით გაიმართა.

    კონფერენცია თესაუში ტრადიციულად, 2 წელიწადში ერთხელ,  ტარდება და ნაციონალური კულტურების, ენების სოციოლინგვისტურ ასპექტებს,  სწავლების თანამედროვე მეთოდებს და სხვა საკითხებს განიხილავს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5806
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'