იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის პრევენცია და გენდერული თანასწორობის გაძლიერება“-საინფორმაციო შეხვედრა თესაუში

21 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო  შეხვედრა თემაზე-,,გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის პრევენცია და გენდერული თანასწორობის გაძლიერება“-გაიმართა.

     დისკუსიას, რომელსაც  ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის კოორდინატორი ლიკა იმერლიშვილი უძღვებოდა, საუბარი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და ამ თემის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების  საკითხებს შეეხო. 

     შეხვედრის მეორე ნაწილში  აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა.

    ღონისძიებას, რომელიც  ,, გაეროს მოსახლეობის ფონდის“  პროექტის ფარგლებში ჩატარდა, თესაუს სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4450
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.