თესაუ-ში ჩარიცხულ პირთა რეგისტრაციის შესახებ                                                       თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე
,,ნატოს დღეები” თესაუში

  ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა, უნა სიგვატსდოტირმა ,   ნინო მოდებაძემ და  ცენტრის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ბექა ექსეულიძემ, 15 ოქტომბერს, ,,ნატოს დღეების” ფარგლებში,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.

     ღონისძიების  მონაწილეებს თესაუს რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი  მიესალმა და ნატოსა და ევროკავშირის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე და ამ  კუთხით, სტუდენტების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

     სტუმრებმა ყურადღება   ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, უკვე მიღწეულ შედეგებზე და  სწორი კომუნიკაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს,  რათა  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები საზოგადოებამდე  სწორად მივიდეს.

      3 - 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ’’ ორგანიზებით და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, საქართველოში ,,ნატოს დღეები“  ტარდება , რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრები, დებატები, კონკურსები, სპორტული და სხვა  ღონისძიებები, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში  იმართება. 

 
მნახველთა რაოდენობა: 1439
 
 
 
 
2020 სექტემბერი
1

2

3

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30


2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.