იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ნარჩენების მართვა, ტყეები და ბიომრავალფეროვნება“-სამეცნიერო კონფერენცია თესაუში

27 სექტემბერს, თესაუს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით,  პროგრამა  CENN/USID WMTR ნარჩენების მართვის პროგრამის  CENN-ის პროექტის- ,,ტყეების მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის (ADA) პარტნიორობით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაციის მხარდაჭერით, სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების სამეცნიერო კონფერენცია-,,ნარჩენების მართვა, ტყეები და ბიომრავალფეროვნება“- გაიმართა.

     კონფერენციის მონაწილეებს ფაკულტეტის დეკანი, მაგდა დავითაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ინასარიძე,  USAID WMTR II პროგრამის ნარჩენების, გადამუშავების მიმართულებით, ხელმძღვანეწლი კახა რუხაია მიესალმნენ და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

     სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ნაშრომები ნარჩენების ეფექტური მართვის,   დაცული ტერიტორიების მონიტორინგის, ტყეების რეკრეაციული პოტენციალის და სხვა თემების შესახებ წარადგინეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც  შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

    კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

    კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, მაგდა დავითაშვილი და  ,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზციათა ქსელის“  კახეთის რეგიონის კოორდინატორი კახაბერ სუხიტაშვილი არიან, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-2019“-ის ფარგლებში ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4635
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'