იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის 11 მარტს ტრენინგი-,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“- ჩატარდა.

   შეხვედრაზე მეცნიერებათა დოქტორმა სოფლის მეურნეობის დარგში, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Mercy Corps”-ის მეცნიერ-კონსულტანტმა, კობა კობალაძემ ,  სასოფლო-სამეურნეო წარმოების წინაშე არსებული გლობალური გამოწვევების, სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძვლების და ძირითადი კულტურების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ  იასუბრა.

   სასწავლო კურსი- ,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (CRDD of GIPA) ფარგლებში ხორციელდება და რეგიონული საგანმანათლებლო ინსტიტუტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 6130
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.