იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კლასიკოსთა გაკვეთილები“-სამეცნიერო კონფერენცია თესაუში

22 ივნისს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  გიორგი შატბერაშვილისადმი მიძღვნილი  სამეცნიერო კონფერენცია-,,კლასიკოსთა  გაკვეთილები“-გაიმართა.

    პროფესორების მოხსენებების თემატიკა ცნობილი ქართველი პოეტის და მწერლის შემოქმედებას და ცხოვრების გზას მოიცავდა.

  კონფერენციაში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორებთან ერთად, მონაწილეობა აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა, პროფესორებმა: ლევან ბრეგაძემ, გიორგი გოგოლაშვილმა და რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა, მწერალმა, დავით შემოქმედელმა მიიღეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები თესაუს პროფესორმა როინ ჭიკაძემ გადასცა.

    კონფერენციის  ორგანიზატორები არიან  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  თსუ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ბესარიონ ჯორბენაძის  საზოგადოება.

    1991 წლის 14 დეკემბერს,  თელავში, იაკობ გოგებაშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო  კონფერენცია გაიმართა. სწორედ აღნიშნულ კონფერენციაზე  გადაწყდა, რომ  ამ ტიპის კონფერენციები ტრადიციად ქცეულიყო. ასე დაედო  სათავე ,,კლასიკოსთა გაკვეთილებს“.

 
მნახველთა რაოდენობა: 4140
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'