იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ინიციატივა არ ისჯება“-ფილმის ჩვენება თესაუში

ფილმის- ,,ინიციატივა არ ისჯება“-ჩვენება 3 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერიტეტში, გაიმართა.

    დოკუმენტური ფილმი ეფუძნება ,,სათემო განვითრების ცენტრის“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების კვლევას -,,ინიციატივა ცვლილებებისთვის-თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“.

     როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  კვლევის ფარგლებში, მოხდა თემის/  სოფლების თვითორგანიზების და კერძო ინიციატივის იმ კონკრეტული ისტორიული მაგალითების კვლევა, რასაც შედეგად,  მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, სათემო/სასოფლო განვითარება მოჰყვა. სწორედ იმ დროს დაწყებულმა თვითმმართველობის, ადგილობრივი დემოკრატიის და საგანმანათლებლო პროცესებმა ჩვენს საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, თუმცა ეს პროცესი 1921 წელს  საბჭოთა ოკუპაციამ შეაჩერა.

     ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა  დისკუსია, რომელსაც სათემო განვითარების ცენტრის დირექტორი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი და გამგეობის წევრი-ანა მარგველაშვილი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ სიმაშვილი უძღვებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4802
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.