იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი თესაუს ბიბლიოთეკაში

 საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, 31 მაისს,   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, ციფრული ბიბლიოთეკა  ,,ივერიელის" დირექტორი  რუსუდან  ასათიანი სტუმრობდა.

    მან დამსწრე საზოგადოებისთვის  მოხსენება, სათაურით- ,,ციფრული ბიბლიოთეკის განვითარების ტენდენციები და პროექტი  ,,ივერიელი"-წაიკითხა.

    დღის განმავლობაში,  თესაუ-ს ბიბლიოთეკის საინფორმაციო-კომპიუტერულ ცენტრში,  ციფრული ბიბლიოთეკა ,,ივერიელის" წარმომადგენლებმა  პრაქტიკული აქტივობებიც  ჩაატარეს.

   ღონისძიებას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელი ნანა ყარაულაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4077
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'