იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„CERN/IPPOG“-ის მასტერკლასი თესაუში

თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის დირექტორმა, ბესიკ კეკელიამ,   15 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუს სტუდენტებისთვის და საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მასტერკლასი გამართა.

   IPPOG – International Particle Physics Outreach Group წარმოადგენს CERN-ის მეცნიერების, მკვლევარებისა და აკადემიური სპეციალისტების გაერთიანებას, რომლის მიზანია, ახალგაზრდა  თაობებში  მეცნიერების,  ტექნოლოგიების,  ინჟინერიისა და ფიზიკისა  და  მათემატიკის  ინტერესის გაღრმავება.   ამ მიზნის  მისაღწევად,   IPPOG-ის  მიერ  შემუშავებულია  სპეციალური მეთოდოლოგია,  რომელიც   CERN-ის სამეცნიერო ცხოვრებაში ახალგაზრდა  მსმენელების  მაქსიმალურ  ჩართულობას   უზრუნველყოფს.  

  როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა მსმენელმა,  1 დღით, თავი შეიგრძნოს როგორც CERN-ის მეცნიერმა  და დეტალურად  გაეცნოს კვლევების მიზანს, ექსპერიმენტების ჩატარების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, თავისით მიიღოს შედეგები,  რომლიც  დღის  ბოლოს CERN-ის ექსპერტების მიერ იქნება  განხილული  და  შეფასებული.   

   IPPOG-ს  მეთოდოლოგია  ფართო  აუდიტორიისათვის სპეციალურადაა შექმნილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 4725
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.