იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კრედო ბანკის“ წარმომადგენლები თესაუში

11 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,კრედო ბანკის“ წარმომადგენლები თესაუს სტუდენტებს შეხვდნენ და ინფორმაცია ბანკში არსებული ვაკანსიების შესახებ მიაწოდეს.  

    შეხვედრაზე საუბარი  ,,კრედო ბანკში" დასაქმების  და კარიერული განვითარების შესაძლებლობას შეეხო. ბანკის წარმომადგენლებმა, ასევე, იმის შესახებ ისაუბრეს,  თუ რა უნდა გაითვალისწინოს სამუშაოს მაძიებელმა დამსაქმებელთან კომუნიკაციის დროს.

     ,,კრედო  ბანკი“ თესაუში, სტუდენტების დასაქმების მიზნით, შეხვედრებს პერიოდულად მართავს და ახალგაზრდებს  უნივერსიტეტში სწავლაზე მორგებულ სამუშაო პირობებს სთავაზობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3888
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'