იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონდოლის საჯარო სკოლის მოსწავლეები თესაუს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში

კონდოლის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას სტუმრობდნენ.

    მოსწავლეებმა ლაბორატორია დაათვალიერეს და თესაუს ლაბორანტებთან  ერთად, მონაწილეობა ნიადაგის კვლევის პროცესში მიიღეს.

     უნივერსიტეტის  სოფლის  მეურნეობის  ლაბორატორია, რომელიც ევროპული სტანდარტებითაა აღჭურვილი, პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა.  თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული  პირებისათვის აქ  ნიადაგის ქიმიური კვლევები  უფასოდ ტარდება. კვლევების საფუძველზე, ნიადაგის საკვები ელემენტებით  უზრუნველყოფის ხარისხი , სასუქების სახე და შეტანის ნორმები განისაზღვრება.  

    მოსწავლეების ვიზიტი  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3717
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.