იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში- 2019

4 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის,- ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში- 2019“-პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ჟენევის კონვენციების 70-ე წლისთავს ეძღვნება.

   პროექტს სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით,  საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნულ  შეჯიბრს  ახორციელებენ.  

   როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა,  შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია, რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

    პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია, რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.  შეჯიბრი მოიცავს 4 ეტაპს:   აპლიკაციების მიღება,   ლექციები შერჩეული გუნდებისთვის, I ტესტირება, საუკეთესო გუნდების გამოსავლენად და გასაუბრება საუკეთესო 6 გუნდის გამოსავლენად

    პროექტის  დასკვნითი ეტაპი,  სიმულაციების ფორმით, ყვარლის სასწავლო ცენტრში, 2019 წლის 14-16 ივნისს, ჩატარდება

    პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა,  გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3649
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.