იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,, ქართული ენის კვირეული“ თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ,,ქართული ენის კვირეული“  დაიწყო.

   კვირეულის ფარგლებში, 4 აპრილს, სტუდენტთა სამეცნიერო სესია II-  ,,საუბრები ქართულ ლიტერატურაზე“- გაიმართა. სესიაზე სტუდენტებმა სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს, რომლებიც იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველ თემატიკას მოიცავდა.

    ღონისძიებას  თესაუს რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის  წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

   ,,ქართული ენის კვირეული,“ რომელიც დედაენის დღეს ეძღვნება,  11 აპრილამდე, სხვადასხვა ღონისძიებებით, გაგრძელდება.

    დედაენის დღე  საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება და  1978 წლის 14 აპრილს თბილისში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ, ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ, დემონსტრაციები ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4328
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.