იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
ღია კარის დღე თესაუში

29 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღია კარის დღეს უმასპინძლა.  თესაუ-ს  კახეთის რეგიონის   მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ.

      უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ალექსანდრე მოსიაშვილმა და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებმა აბიტურიენტებს ინფორმაცია თესაუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, კულტურული,  სპორტული აქტივობების  და უნივერსიტეტთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიაწოდეს.  თესაუ-ს  წარმატებულმა სტუდენტებმა კი,  მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება  გაუზიარეს.

     შეხვედრის შემდეგ აბიტურიენტებმა  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა და კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5979
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.