იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია საქართველოს რეგიონებში

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,    უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები განახლდა.

   28 მარტს  შეხვედრა შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.  

   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითთმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიას შეხვდნენ.

    მომხსენებლებმა:  ელჩმა, კონსტანტინე ჟღენტმა, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა  და ელჩმა, გიორგი ყარალაშვილმა, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა და  საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ბართაიამ,  ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებული რისკები კიდევ ერთხელ გააცნეს.  

   შეხვედრები საქართველოს სხვა  რეგიონებშიც ჩატარდება.

   საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო.  გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში, ჯამში, 160 შეხვედრა გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3616
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'