25-26 დეკემბერს, პროექტ „INTEGRITY“-ის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმნიტარულ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეები სტუდენტის აკადემიურ ცხოვრებაზე პლაგიატის გავლენის უარყოფით მხარეებს გაეცნენ. პროექტის მონაწილეებმა, სოფიო არსენიშვილმა, ლალი ძამუკაშვილმა და თარაშ გიორგაძემ, სტუდენტებს პლაგიატის აღმოფხვრის გზებსა და მის წინააღმდეგ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის (Turnitin-ის) პრინციპებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეხვედრები 2019 წლის განმავლობაშიც ჩატარდება და შესაბამისი ინფორმაცია უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს მიეწოდება.
პროექტი „INEGRITY“ევროკავშირის მიერ ,,ერასმუს პლუსის“ ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება.