იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
თესაუს და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმი გაფორმდა.

  ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა პროგრამების  და პროექტების ხელშეწყობა.

   მემორანდუმი მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას,  რეკომენდაციების შემუშავებას და საჭიროების შემთხვევაში,  ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

    საქართველოს წითელის ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ და     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, მემორანდუმს  ხელი 14 იანვარს, თესაუში, მოაწერეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5369
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.