იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
,,ჭინჭრაქა“ თესაუს თეატრალურ სცენაზე

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა 11 იანვარს, თესაუს მცირე სცენაზე, გუგა ნახუცრიშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი -,,ჭინჭრაქა“- წარმოადგინა.

   კომედია - ზღაპარში  სტუდენტებმა  ჯადოსნური სამყარო გააცოცხლეს,  რომელშიც, მაგიური ნივთების წყალობით, ჭინჭრაქა და მზეთუნახავი ბოროტ დევს და მის გამზრდელ ქოსას ამარცხებენ.

   თესაუს  თეატრალურ დასს თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: ლალი გულიაშვილი და ნონა ხუმარაშვილი ხელმძღვანელობენ.

   წარმოდგენას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6814
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.